ზვიად კვარაცხელიას რომანი „ფორმა N 100“ კანადაში გამოიცა

ზვიად კვარაცხელიას რომანი „ფორმა N 100“ კანადაში გამოიცა. მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში, რომანი კანადაში გამომცემლობა BookLand Press-მა გამოსცა. წიგნი ინგლისურად მერი ჩაილდსმა თარგმნა. ინფორმაციას გამომცემლობა “ინტელექტი” ავრცელებს. ფორმა N100“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2013 წლის გამარჯვებულია წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში.
ჟანრულად „ფორმა N100“ დეტექტიური რომანია, თუმცა ავტორის სტილის გათვალისწინებით, რომანში, რომელსაც თვითმკვლელობის ტრაგიკული და მრავალშრიანი ამბავი უდევს საფუძვლად, პერსონაჟებისა და მოვლენის ბედისწერაც ეპოქალურ ჭრილში განიხილება.რომანის მთავარი გმირი – ზაზა ზანდუკელი მწერალია, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც უმუშევარია. ერთ დღესაც მას ერთ-ერთი კინოსტუდიიდან დაურეკავენ და სცენარის დაწერას შესთავაზებენ. ზაზას ამით საშუალება მიეცემა დაწეროს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩენილი – ყოფილი შეყვარებულის, მართას თვითმკვლელობის ამბავი, რაც არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კინოსცენარის ფაბულა, არამედ მთელი საზოგადოების, „დანაღმული თაობის“, პოსტსაბჭოთა და პოსტ-ომების პერიოდის ადამიანების ერთგვარი ფორმა N100-ია, რომელიც დაუნდობელი სიცხადით წარმოაჩენს დაავადებული ყოფიერების, სულიერების და ადამიანური ბედისწერის სურათს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები