ხელოვნება უკრაინისთვის!

სამხატვრო აკადემია, ქართველი მხატვრები, კურატორები და გალერეები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.

„დღეს, ამ ურთულეს ისტორიულ პროცესში და დიდ ომში, ჩვენი განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან და უსასტიკეს გზას გადიან.

ამ ბრძოლაში, თავისი პოზიცია ქართულმა სახელოვნებო სივრცემაც უნდა გამოხატოს და მხარი დაუჭიროს უკრაინას – ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში!

სამხატვრო აკადემია, ქართველი მხატვრები, კურატორები და გალერეები  ერთიანდებიან იმისათვის, რომ ჩვენი თანადგომა ვაჩვენოთ უკრაინას!“ –  ნათქვამია თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები