მილანში, იტალიურ ენაზე თარგმნილი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

27 თებერვალს მილანში, EX FORNACE GOLA -ში ნოდარ დუმბაძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის “ლა ვიტა ფელიჩე” მიერ გამოიცა. მთარგმნელი: რუსკა ჟორჟოლიანი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
„მზიანი გულის მწერალი“ ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს დაიბადა, სიკეთითა და მზით გამთბარი მისი ნაწარმოებები განსაკუთრებით შეიყვარა ქართველმა და არა მარტო ქართველმა მკითხველმა, მისი პერსონაჟები დღემდე ცოცხლდებიან კინოსა და თეატრში, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები