მეოთხე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში – ქართველი მოციგურავეების წარმატება

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში.14 იანვარს გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებს შორის, სადაც მონაწილეობდა 14 ქვეყნის 21 წყვილი, მათ შორის ქართველი მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, რომლებისთვისაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სადებიუტო იყო. ქართველმა წყვილმა საკმაოდ საინტერესო პროგრამები წარმოადგინა, ღირსეულად იასპარეზა და მაღალი კონკურენციის პირობებში 184, 05 ქულით შეძლო მე-4 ადგილის აღება, რაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი ასეთი წარმატებული შედეგია –  მოპოვებული სპორტული წყვილების მიერ ევროპის ჩემპიონატზე.
“მე-4 ადგილი კი, თავის მხრივ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 2 სპორტული წყვილის წარდგენის უფლებას ანიჭებს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქართველმა მოციგურავეებმა პოზიციები მხოლოდ იმ სამ რუს სპორტულ წყვილს დაუთმეს, რომლებიც სხვადასხვა წლებში იყვნენ ევროპის, მსოფლიოსა და რუსეთის მოქმედი ჩემპიონები, ამიტომ კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ეს შედეგი ნამდვილად შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს და იმედის მომცემი პროგნოზი აღმოჩნდეს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ”.- აღნიშნულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები