ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევარი ხელოვანთა ოლიმპიური კონკურსის გამარჯვებულია

ქართველი ემიგრანტი მხატვრის – ეკატერინე სიხარულიძის  ნამუშევარი “დავით აღმაშენებელი” ხელოვანთა ოლიმპიური კონკურსის გამარჯვებულია, ეკატერინე სიხარულიძემ კონკურსზე მიწვევა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ნამუშევარი “ვაჟა- ფშაველა“ ლუვრში გამოიფინა. გამარჯვებულთა დაჯილდოვება იტალიაში, პალერმოში გაიმართა.

“დავით აღმაშენებელი” არის გამარჯვებული. მადლიანი. დალოცვილი და კურთხეული. ვაღიარებ ნამდვილად, რომ ვამაყობ ცოტათი, ვასახელე ჩემი საქართველო ..მე ნამდვილად ბედნიერი და მადლიერი ვარ ამ ჯილდოსთვის.” – ამბობს გამარჯვებული.

თვითნასწავლი მხატვარი 10 წელია უკვე ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ასევე მომავალ თაობებს ზრდის ბარსელონას “წმინდა ნინოს” სახელობის სამრევლოსთან არსებულ სულიერების, განათლებისა და კულტურის ცენტრში.ეკატერინე სიხარულიძის ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში ადრეც მოხვედრილა. ის 65 გამოფენის მონაწილეა, უამრავი სახელოვნებო დიპლომისა თუ ჯილდოს მფლობელი.მათ შორის ლუვრში მისი ნამუშევრები გასულ წელსაც მოხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები