ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს, ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძარში, საშობაო ლიტურგია გაიმართა,ლიტურგიას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ელჩმა მრევლს შობის დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა.

ქართველი ემიგრანტის – თიკა სვანიძე-ვენკოს ორგანიზებით ამსტერდამში ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია და ქართული კულტურის ცენტრი 2015 წელს გაიხსნა.ეკლესიაში, წირვა-ლოცვა სისტემატიურად აღევლინება, სადღესასწაულო დღეებში აქ ჰოლანდიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებიც ჩადიან, იანვრის თვეში მორიგი წირვა – ლოცვა ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიაში 22 იანვარს აღევლინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები