საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო მემორიალური ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ადგილზე დაასრულა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარებული ვლადიმერ რიჟეწნკოვის სახელობის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელეს.

მათი თქმით, ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღევანდლამდე ბელარუსის მეორე ნაკრები და აზერბაიჯანის 18-წლამდელთა ნაკრები დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად 16-წლამდელთა ნაკრებთან კი 53:77 (სტატისტიკა) ქულის სხვაობით დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

„ინდივიდუალური პრიზების მფლობელები გახდნენ ჩვენი ნაკრების წევრები. საუკეთესო ფორვარდის პრიზი გოგიტა გოგიტა ბუკიამ დაისაკუთრა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ცენტრი ლუკა ბარბაქაძე გახდა. ბელარუსთან მატჩში ბუკიამ 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბარბაქაძემ – 4 ქულა და 8 მოხსნა“ – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები