სამხატვრო აკადემიაში გამოფენა-პერფორმანსი – “პალიტრა ინტეგრაცია” გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამოფენა-პერფორმანსი – “პალიტრა ინტეგრაცია” გაიმართა, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქალაქ მარნეულის განვითარებისა და განათლების ცენტრის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხალიჩები (აზერბაიჯანული ტრადიციული „ბორჩალოს ხალიჩები“) და ფერწერული ნამუშევრები; ასევე, სამხატვრო აკადემიაში აღდგენილი ტექნოლოგიით შექმნილი ქართული ტრადიციული „ლურჯი სუფრა“ და დეკორატიული ტექსტილი. სტუმრები გაეცნენ „ბორჩალოს ხალიჩის“ დაზგაზე ქსოვის ტექნიკას.
გამოფენა-პერფორმანის ორგანიზატორები:თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ▫️განვითარებისა და განათლების ცენტრი, ▫️საქართველოს კულტურის აკადემია.
ხარდამჭერები: აზერაზერბაიჯანის საელჩო საქართველოში, კომპანია „სოკარი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები