ზაქარია ფალიაშვილის „ქართული საგალობლები, იოანე ოქროპირის წირვის წესი“ გამოიცა

ზაქარია ფალიაშვილი – „ქართული საგალობლები, იოანე ოქროპირის წირვის წესი“ – ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოცემული კიდევ ერთი წიგნია.

კრებული დიდი ქართველი კომპოზიტორის მიერ დამუშავებული იოანე ოქროპირის წირვის წესის საგალობლების მეორე გაფართოებული გამოცემაა. ზაქარია ფალიაშვილის მიერ გადამუშავებული ქართული საგალობლების ერთადერთ პუბლიკაციას კი საუკუნეზე მეტი გვაშორებს.

„კომპოზიტორისთვის კლასიკური ოპერის შექმნამდე ერთგვარ შემოქმედებით ლაბორატორიად იყო ქცეული ხალხური და სასულიერო მუსიკის ნიმუშების შეკრება და შესწავლა-დამუშავება.

ნოტებს წინ უძღვის ფალიაშვილის წინასიტყვაობა პირველი გამოცემიდან და ახალი, კვლევითი შინაარსის წერილები.

გამოცემის მუსიკალური რედაქტორია ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსი დავით შუღლიაშვილი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები