Teatr Polski w Bydgoszczy-სა და სამეფო უბნის თეატრის კოპროდუქცია _ პრემიერა თბილისში გაიმართა

„არაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ “სამეფო უბნის  თეატრში  Teatr Polski w Bydgoszczy-სა და სამეფო უბნის თეატრის კოპროდუქციის  პრემიერა გაიმართა.

‘მკერავი ქალები ყოველ ორ საათში ერთხელ სცილდებიან თავიანთ დაზგებს და ვარჯიშობენ. მათი სხეულები ჯანმრთელი უნდა იყოს, რათა მთელ ქვეყანას ტანსაცმელი შეუკერონ. მაღაროელები იღებენ ხელფასს, ისტუმრებენ ვალებს მაღაზიებსა და ბანკებში, და ისევ ელოდებიან მომავალ თვეს და მომავალ ხელფასს. ბალერინა არ წუწუნებს იმაზე, რომ შეუძლებლის გაკეთებას აიძულებენ, რადგან ეს გზა თვითონ აირჩია. დიასახლისი სახლის ლაგებისას ბედნიერებას მცირე შესვენებისას პოულობს, როცა შეუძლია აივანზე გავიდეს და ერთი ღერი მოწიოს“

„არაფერი ჩვენ შესახებ უჩვენოდ“ კშიშტოფ კიშლიოვსკის დოკუმენტური ფილმებით შთაგონებული სპექტაკლია, რომელიც გვიამბობს უჩინარი ფიზიკური შრომის შესახებ; იმ ადამიანებზე, რომელთაც ვერ ამჩნევენ, ვიდრე ტრაგედია არ მოხდება – მაღაროში ვინმე არ დაიღუპება ან გაფიცვას არ მოაწყობს. რეჟისორი დათა თავაძე „მგძრნობიარე მზერით“ ადევნებს თვალს პერსონაჟების ამბებს, გვიჩვენებს მექანიზებული სამყაროს ბიუროკრატიის აბსურდულობას, ძალადობრივ დისციპლინას და ძალაუფლების აუტანელ წნეხს.

რეჟისორი:დათა თავაძე, ავტორი: დავით გაბუნია, კომპოზიტორი: ნიკა ფასური,მხატვარი: ანა-მარია კაშმარსკა, კურატორები:იულია ჰოლევინსკა,ადამ პაკიელა,მთარგმნელი: ნატალია საევიჩი, კოორდინატორი:ელენა ტვორკოვსკა, რეჟისორის ასისტენტი: ადამ პაკიელა

მონაწილეობენ: პაატა ინაური, მარიან იასკულსკი, სალომე მაისაშვილი, კაროლ ფრანეკ ნოვინსკი, კატაჟინა პავლოვსკა, იეჟი პოჟაროვსკი, მიხალინა როდაკი, მალგოჟატა ტროფიმიუკი. 8 იანვარს კი სპექტაკლს უკვე პოლონეთში წარმოადგენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები