ნინი ლაშქარაშვილმა Solarisbank-ის ბერლინის ოფისში დაიწყო მუშაობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა, ნინი ლაშქარაშვილმა Solarisbank-ის ბერლინის ოფისში დაიწყო მუშაობა.

ნინი Solarisbank-ის გუნდს პროდუქტის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა.

„Solarisbank ბერლინში დაფუძნებული ტექნოლოგიური/ფინტექ კომპანიაა გერმანული საბანკო ლიცენზიით. კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ფინანსური სერვისები შეუმჩნევლად ერგება ყოველდღიურობას. შედეგად, სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტებითა და API-ებით სოლარისი ბიზნესებს ეხმარება ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. ბოლო პერიოდში კომპანია გერმანიის გარდა, იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის ბაზრებზეც გავიდა.

ნინი ამ სფეროთი დაახლოებით 5 წლის წინ დაინტერესდა, როცა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დამთავრების შემდეგ TBC-ში დაიწყო მუშაობა ციფრული პროდუქტების (მობაილ და ინტერნეტბანკის) მიმართულებით“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები