ორ ქართულ ფილმს “FILM COMMENT” 2021 წლის 20 საუკეთესო ფილმს შორის ასახელებს

სანდრო კობერიძის “რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ?” და სალომე ჯაშის “მოთვინიერება” – ეს ორი ქართული ფილმი დასახელდა 2021 წლის საუკეთესო ფილმს შორის ლინკოლნის ცენტრის ჟურნალ “ფილმ კომენტის” მიერ. ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს.გამოკითხვაში მონაწილოება მიიღო ასამდე კინომცოდნემ, ჟურნალისტმა და კინემატოგრაფისტმა.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. აღსანიშნავია,რომ ფილმი 2021 წელს  ბერლინალეს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) ჯილდო დაიმსახურა.ასევე ფილმს ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის ჰიუგო” საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა,წლის ბოლოს კი ფილმი  IndieWire-ის 10 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა.

“მოთვინიერება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მალევე იგი ასევე აჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ფორუმი“. მას შემდეგ „მოთვინიერება“ არაერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე შეირჩა და რამდენიმე საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები