ბულგარეთის ნაციონალურ ტელევიზიაში საქართველოს შესახებ სიუჟეტი მომზადდა

ბულგარეთის ნაციონალურმა  ტელევიზიამ  (BNT)  საქართველოს ელჩს,თამარ ლილუაშვილს უმასპინძლა. ინტერვიუში ყურადღება გამახვილდა საქართველოზე, როგორც დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაზე, რომელმაც შეძლო საკუთარი თავის გარდაქმნა ტურიზმის განვითარების გზით.

ინტერვიუს დროს ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული ტრადიციების, უძველესი ისტორიისა და კულტურის უნიკალურობას; ქართული ღვინისა და სამზარეულოს მრავალფეროვნებას;ელჩმა  ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე, ხალხსა და ტრადიციებს შორის მსგავსებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები