კულტურის სამინისტრომ გალაკტიონ ტაბიძის აქამდე გამოუქვეყნებელი 20 ხელნაწერი შეისყიდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ გალაკტიონ ტაბიძის აქამდე გამოუქვეყნებელი 20 ხელნაწერი შეისყიდა

ხელნაწერები მოიცავს 32 ლექსს, დღიურის სახის 6 ჩანაწერს, 1 თარგმანს, 1 პირად წერილს, 10 ჩანახატს – სულ 40 ფურცელს, 70 გვერდს.

„აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძის არქივი სწორედ ლიტერატურის მუზეუმშია დაცული, აღნიშნული ხელნაწერებით კი მუზეუმის ფონდი კიდევ უფრო გამდიდრდება და გამრავალფეროვნდება. პოეტის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევარებისთვის კი აქამდე გამოუქვეყნებელი ხელნაწერები მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.

გალაკტიონ ტაბიძის პირადი წერილები და ჩანაწერები ფრაგმენტულად აქვს გამოყენებული ნოდარ ტაბიძეს თავის წიგნებში და სრული სახით აქამდე არ გამოცემულა. კულტურის სამინისტროს მიერ შეძენილ ხელნაწერებში კი შემონახულია დიდი პოეტის ჩანაწერები, ადრეული წლების ლექსები და ლევ ტოლსტოის პროზაული ტექსტის თარგმანები, რომელთა შესახებ აქამდე საზოგადოებისათვის ცნობილი არ იყო“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები