ანიმაციურ ფილმს”მიტოვებული სოფელი” სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

ქართული ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” სარდინიის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია, „მიტოვებული სოფელი” პირველად 2020 წელს, იაპონიაში,ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარაო საქმეთა სამინისტროს ჯილდო,პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ფილმმა ორი ჯილდო მიიღო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის სიმპათია, კანადაში კი, ოტავას ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „მიტოვებულ სოფელს“ გადაეცა ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები