The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრეს-ტურის შემდეგ კი ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

სტატიაში სახელწოდებით „ტურიზმი ომალოსა და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის“ ჟურნალისტი აღწერს თუშეთის სოფლებს, ადგილობრივთა  ტრადიციებსა და  წესჩვეულებას. სტატიაში თუშეთში მცხოვრებნი რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები