საქართველოს ეროვნული სტენდი თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებით 25-28 ნოემბერსთესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარსდგება. ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია, სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებება:

26 ნოემბერს გაიმართა ლაშა ბუღაძის რომან „ლიტერატურული ექსპრესის“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია/ მოდერატორი: ანა რუცი („ათენი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) ასევე 26 ნოემბერი – ბერძენი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა. მონაწილე: მაია დანელია (მწერალთა სახლი) „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების პრეზენტაცია. მონაწილე: თამარ თოფურიძე („თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).

27 ნოემბერი შედგება პაატა შამუგიას პოეტურ კრებულ „შიზოგადოებას“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. მოდერატორი და მთარგმნელი: ეკატერინე ჯანაშია.თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის სტუმრები გაეცნობიან უახლეს ქართულ გამოცემებსა და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამოცემებს ელინისტიკის სფეროში. თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგენა, ხელს შეუწყობს ბერძნული და ბალკანეთისპირეთის გამომცემლობების დაინტერესებას ქართული ლიტერატურითა და მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები