პოლონური ჟურნალი საქართველოს შესახებ წერს

პოლონეთის „LOT“ ავიახაზების ჟურნალ „კალეიდოსკოპის“ 2021 წლის ნოემბრის თვის გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ. ჟურნალის მკითხველსა და პოლონეთის ავიახაზების მგზავრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობების, ისტორიულ ქალაქებსა და ტრადიციების შესახებ, ასევე მიიღონ ცნობები განუმეორებელი ქართული სამზარეულოსა და ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციების თაობაზე.

ჟურნალ „კალეიდოსკოპის“ ჟურნალისტი საქართველოს სტუმრობდა მიმდინარე წლის აგვისტოში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები