ქართველების სამი მედალი პარაფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები წარმატებით იასპარეზა იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ირმა ხეცურიანი ოქროს, გვანცა ზადიშვილი ვერცხლს, ხოლო ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობის (B კატეგორია) ფინალში იტალიელი მეტოქე – ორსანა ასკურინო დაამარცხა და პირველი ადგილი დაისაკუთრა.

ხოლო A კატეგორიის ხმლით ფარიკაობაში, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ და გამარჯვება გვანცას დარჩა. საბოლოოდ, მან ასპარეზობა მეორე ადგილზე და ვერცხლის მედლით დაასრულა, ხოლო ნინო თიბილიშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები