გიორგი ლობჟანიძე შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ლობჟანიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოთი – შაჰრიარის სამეცნიერო და კულტურული მედლით დაჯილდოვდა. გიორგი ლობჟანიძეს ეს ჯილდო ჯალალ ედ-დინ რუმის ქართული თარგმანისა და კომენტარებისათვის გადაეცა.

შაჰრიარის მედალს გასცემს თავრიზის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო რეგიონისა და მსოფლიოს იმ მკვლევართათვის, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირანისტიკის განვითარებაში. დაჯილდოება წელს მეექვსედ გაიმართა. გიორგი ლობჟანიძემდე კი, სხვა და სხვა წელს, ეს მედალი მიღებული აქვთ სხვა ქართველ ირანისტებს: თსუ ირანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელს, თეა შურღაიას, პროფესორ ნომადი ბართაიასა და დოქტორ მაია სახოკიას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები