The McLean Textile Gallery – ში თეა ოქროპირიძის გამოფენა გაიხსნა

მხატვარ თეა ოქროპირიძის ორიგინალური სტილითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა ამერიკაში, The McLean Textile Gallery – ში შედგა, გამოფენა 12 ნოემბერს გაიხსნა და დამთვალიერებელს 7 დეკემბრამდე უმასპინძლებს.

ქართველი ხელოვანი თეა ოქროპირიძე წლებია ვირჯინიის შტატში ცხოვრობს,  პრესტიჟული გამოფენების ხშირი მონაწილეა და მისი შემოქმედება უცხოური პრესის ინტერესის საგანიც არაერთხელ გამხდარა. თეა ოქროპირიძე პედაგოგიურ საქმიანობასაც მისდევს და გობელენის ქსოვას ამერიკის სხვადასხვა პრესტიჟულ არტ-სკოლებში ასწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები