25-26 ნოემბერს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – SCIENTIA გაიმართება

გასულ წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი Scientia, რომლის პირველი ნომერიც უკვე გამოქვეყნდა.მიმდინარე წელს, ჟურნალის მეორე ნომერთან ერთად დაგეგმილია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. კონფერენციის, ისევე როგორც ჟურნალის მიმართულება, არის ჰუმანიტარული მეცნიერებები.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.

კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები. ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზება და მათ გარშემო დისკუსია, რაც ხელს შეუწყოს საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 25-26 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში — არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით — როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ასევე Zoom პლატფორმის გამოყენებით. ამასთანავე გამოქვეყნდება მოხსენებების ვრცელი აბსტრაქტების კრებული, რომელიც მონაწილეებს კონფერენციის გახსნისას დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები