ქართველმა კარატისტებმა უნგრეთის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბუდაპეშტში, უნგრეთის გრან-პრიზე, ქართველმა კარატისტებმა ლუკა ლობჟანიძემ (-57კგ) და ლუკა ქაჯაიამ (-68კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მედალოსნების გარდა ტურნირში მონაწილეობდნენ  ნაკრების წევრები – ჯემო მიქელაძე, კონსტანტინე კოდუა და ლიკა ხურცილავა. მათთვის ეს ასპარეზობა პირველი გამოსვლა იყო.

უნგრეთის გრანპრიში 16 ქვეყანა მონაწილეობდა: უნგრეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, იტალია, ავსტრია, საქართველო, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, მაროკო, ბულგარეთი, თურქეთი, სლოვენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები