„ეს მე ვარ – ფიროსმანი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

შორენა ლებანიძის წიგნი  „ეს მე ვარ – ფიროსმანი“ გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის  “Dagyeli Verlag” მიერ გამოიცა. წიგნი გერმანულ ენაზე ლია ვიტეკმა თარგმნა.ინფორმაციას გამომცემლობა „არტანუჯი“ავრცელებს.

„ეს მე ვარ – ფიროსმანი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია. რომანი დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ცხოვრების თავისებურ ლიტერატურულ ვერსიას გვთავაზობს. ოღონდ ავტორის წარმოსახვა ხელოვნებათმცოდნეთაგან მოპოვებულ დოკუმენტურ მასალებს, მონოგრაფიულ-საარქივო წყაროებსა და ფიროსმანის თანამედროვეთა მოგონებებში ამოკითხულ რეალურ ცნობებს ემყარება. რომანის ძირითადი არსია იდუმალებით მოცული დიდი ხელოვანის მარადიული ძიების პროცესის ასახვა. ძიებისა, რომელიც ფიროსმანის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღემდე გრძელდება“

რომანის მესამე ქართულენოვანი გამოცემა ძალიან მალე იქნება ხელმისაწვდომი წიგნის მაღაზიებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები