„ექსპო ჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

30-31 ოქტომბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ გარე სივრცესა და #3 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა “WinExpo” გაიმართება.

წელს გამოფენაზე 160-მდე ღვინის მწარმოებელ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდებით

“WinExpo Georgia” 12 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე წამყვანი დარგობრივი გამოფენაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობა მისცა ქართველ მწარმოებლებს წარედგინათ პროდუქცია, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:

  • ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
  • ინგრედიენტები და დანამატები
  • შესაფუთი მასალები
  • სასუქები
  • მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები
  • სანერგეები
  • მინა და მინის ნაწარმი
  • აქსესუარები
  • სერვისები

გამოფენის ფარგლებში, ჩატარდება ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციის კონკურსი. ჟიური – ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენენ. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს საზეიმო დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები