ლუციუს ანეუს სენეკას ,,სიცოცხლის ხანმოკლეობისთვის’’ქართულ ენაზე ითარგმნა

ლუციუს ანეუს სენეკას ,,სიცოცხლის ხანმოკლეობისთვის” ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.Მთარგმნელი მარიამ შანშაშვილია. წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით, გამომცემლობა Carpe diem-ის მიერ გამოიცა. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

წიგნის შესახებ: „მეტისმეტად ხანმოკლეა აწმყო; იმდენად ხანმოკლე, რომ ზოგიერთს არარადაც კი ესახება ის. გამუდმებით სრბოლაშია იგი, მიედინება და მიჰქრის; მანამ ილევა, სანამ დამდგარა და ცარგვალსა და ვარსკვლავებზე მეტად ვერ ითმენს შეყოვნებას, რომელთაც მარად შეუსვენებელი მოძრაობა ერთ ადგილას არ გააჩერებს. ასე რომ, საქმით გართულებს აღელვებთ მხოლოდ აწმყო, რომელიც იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერ მოიხელთებ და ესეც კი ხელიდან ეცლებათ, იმდენ რამეს მიედ-მოედებიან…“

ლუციუს ანეუს სენეკა – რომაელი ფილოსოფოსი და დრამატურგი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე იყო, ნერონის აღმზრდელი და სტოიციზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები