“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ზღაპრის დღე გაიმართება

“თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 16 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში  ზღაპრის დღე გაიმართება. ზღაპრის დღეზე ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე ამირანის მითის თემაზე შექმნილ პროექტს წარმოადგენს.

ასევე, შედგება AR აპლიკაციის online პრეზენტაცია. ეს არის ერთგვარი გამოფენა, სადაც 7 ქართველი მხატვრის ილუსტრაცია გაფართოებული რეალობის საშუალებითაა წარმოდგენილი. ქართული მითოლოგიის პერსონაჟები რეალურ სამყაროში გადმოინაცვლებენ და გაცოცხლდებიან.

ზღაპრებისა და ტექნოლოგიების სინთეზს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ათი დღის განმავლობაში, 26 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 23 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში, თბილისი UNESCO-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები