პოეზიის ფრანგული ჟურნალი ქართველი ქალი პოეტების ანთოლოგიის შესახებ წერს

პოეზიის ფრანგულენოვანი ჟურნალი “რეკურ ო პოემ” ქართველი ქალი პოეტების ანთოლოგიას სათაურით “ისინი ბევრნი არიან – თხუთმეტი ქართველი პოეტი ქალი” ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

„სტატიაში წარმოდგენილია წიგნის ანოტაცია, თითო ავტორის თითო ლექსი და დართული აქვს რამდენიმე ვიდეო, რომელშიც პოეტები და მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე ანთოლოგიიდან ლექსებს ქართულ და ფრანგულ ენებზე კითხულობენ. სტატიას ასევე ერთვის წიგნის ონლაინ პრეზენტაციის ვიდეო“ ნათქვამია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის L’ Inventaire მიერ მიმდინარე წელს გამოიცა. ანთოლოგია აერთიანებს 15 ქართველი პოეტი ქალის – ლია სტურუას, მაია სარიშვილის, ელა გოჩიაშვილის, რუსუდან კაიშაურის, დიანა ანფიმიადის, ეკა ქევანიშვილის, ლია ლიქოკელის, ლელა ცუცქირიძის, ირმა შიოლაშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლელა სამნიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ნატო ინგოროყვას, ნინო სადღობელაშვილისა და თეა თოფურიას შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები