ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუქსემბურგში, ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა გიორგი სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

„მომავალმა მედალოსანმა სასტარტო შეხვედრაში წმინდად დაამარცხა ბერძენი მეტოქე, მეორე წრეში ვაზარით მოუგო იტალიელ ძიუდოისტს, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში კი იპონით აჯობა ბელგიის და ისრაელის წარმომადგენლებს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ რომან ვალადი პიკარდთან ვერაფერს გახდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მიიღო“ ნათქვამია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები