ირლანდიის ლეგენდარული ნაკრების ქართველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდს 9 ოლიმპიური მედალი ააღებინა

თავმდაბალი ქართველი გენიოსი – ასე მოიხსენიებენ მას უცხოურ პრესაში. ზაურ ანთია ირლანდიის მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მისი მოღვაწეობის მანძილზე მოკრივეებმა უამრავ გამარჯვებას მიაღწიეს და 200-მდე მედალი მოიპოვეს. აქედან 9 ოლიმპიური მედალია. სულ ახლახანს მისი გუნდი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მორიგი ტრიუმფით დაბრუნდა. მისმა გაწვრთნილმა მოკრივეებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედალი აიღეს. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მოკრივე ქალი კელი ჰერინგტონი, ბრინჯაოს მედალი კი ვაჟებში მოასპარეზე ეიდან უოლშმა მოიპოვა.

საკრივო ტრადიციებით ცნობილი ირლანდიის ნაკრები ზაურ ანთიამ 2003 წელს, სამ ეტაპიანი კონკურსის წარმატებით დაძლევის შემდეგ ჩაიბარა. დღეს ის კურირებს როგორც ვაჟათა, ისე ქალთა, როგორც პირველ, ისე ყველა ასაკობრივ ნაკრებს.

1985 წლამდე, თავადაც მოქმედი მოკრივე იყო და ექვსჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მოგვიანებით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. აღზრდილი ჰყავს არაერთი წარმატებული ქართველი მოკრივე, რომელთაგან ოთხი ოლიმპიელი გახდა. არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მშობლიური ქალაქის ფოთის საპატიო მოქალაქე.

ზაურ ანთია ,,მედიატორის“ სტუმარია და ის თავად გვიყვება წარმატების ისტორიას. გაიცანით ახლოს ქართველი გენიოსი, რომელსაც კრივის ალექს ფერგიუსონს უწოდებენ.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები