ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 19 აგვისტოს, აბუ-დაბის საგანგებო სიტუაციების, კრიზისებისა და კატასტროფების მმართვის კომიტეტმა გაანახლა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აბუ-დაბის საამიროში შესვლის პროცედურა, ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, მაცხოვრებლებისთვის და ვიზიტორებისთვის, რომელიც ძალაში 20 აგვისტოდან შევიდა.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.wam.ae/en/details/1395302961943

21 აგვისტოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, გამოაქვეყნა ახალი რეზოლუცია, რომელიც შეიცავს, COVID-19-ის გავრცელების შეკავების მიზნით, დამტკიცებული რეგულაციეების დარღვევასთან დაკავშირებული ჯარიმების ახალ სიას.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3CVhwwZ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები