unIQue Premium Magazine საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, უნგრული ჟურნალი unIQue Premium Magazine – “Irany Georgia”  („მიმართულება საქართველო“) საქართველოს  შესახებ სტატიას აქვეყნებს და საქართველოს სამი ქალაქიდან, მკითხველს შვიდ ტურისტულ ადგილს აცნობს.

„თბილისი – რესტორანი „ძველი ქალაქის გალავანი,“ „სასტუმრო მუზეუმი ორბელიანი“ და თბილისის გოლფ-კლუბი.

ქუთაისი – „თომას ღვინის მარანი,“ სასტუმროები „ვესტ თაუერი“ და  „წყალტუბო პლაზა.“

სიღნაღი – რესტორანი „ტერასა,“  რომელიც “სიყვარულის ქალაქს” გადაჰყურებს და როგორც ავტორი აღნიშნავს, გამოირჩევა უგემრიელესი კერძებითა და ღვინოებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები