ცხოვრება ცარიელი ტილოა, რომელიც თავად შეგიძლია დახატო და შემდეგ ყოველდღე მისით აღფრთოვანდე

შორენა კვიჟინაძე თხუთმეტ წელზე მეტია ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ისტორიკოსი, ხელოვანი, ხატვისა და ფერწერის პედაგოგია. შორენამ დროთა განმავლობაში ხატვის საკუთარი სტილი და ტექნიკა შექმნა. მუდმივად ისწრაფვის მის შემოქმედებაში გრძნობა და ემოცია ჩანდეს…

ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და ფოკუსირება აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის ისტორიაზე გააკეთა. სწავლის პერიოდში ის იყო ვენაში არსებული აფრო-აზიული ინსტიტუტის (AAI-Wien) სტიპენდიანტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტიპენდიანტების წარმომადგენელი და  მონაწილეობას იღებდა სემინარებზე, ვორქშოპებზე, ღონისძიებებსა და პრეზენტაციებზე ავსტრიის სხვადასხვა რეგიონში. პროფესიული მიზნებით, შორენა ხშირად სტუმრობს ავსტრიის (ასევე საქართველოს) არქივებს, ისტორიულ ადგილებს, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს. ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლა ავსტრიის ისტორია, გაეცნო ამ ქვეყნის ხელოვნებასა და კულტურას და ის თავის მრავალფეროვნებით სამუდამოდ შეიყვარა.

2014 წელს, გამომცემლობა AAI Info House-მა გამოაქვეყნა მისი საბავშვო წიგნი “შიშის დედოფალი”. წიგნის ილუსტრაციაზეც თავად შორენამ იმუშავა. ნამუშევარი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ხოლმე, ყოველწლიურად  ვენაში “ლიტერატურის დღეების” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. შორენა კვიჟინაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ გამოფენაში საქართველოსა და ავსტრიაში. მის მრავალმხრივ მოღვაწეობას,  თარჯიმნად მუშაობის საინტერესო გამოცდილებაც ემატება…

,,ჩემი ცხოვრების მოტივაციაა? ცხოვრება არის ცარიელი ტილო, რომელიც თავად შეგიძლია დახატო  და შემდეგ ყოველდღე აღფრთოვანდე მისით”- ამბობს შორენა ინტერვიუში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები