ბორჯომის ცენტრალური პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში სპექტაკლის ჩვენება გაიმართება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,10 ივლისს, 19:00 საათზე , ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის კინო-საკონცერტო დარბაზში სპექტაკლის ჩვენება გაიმართება.

სპექტაკლში, სახელწოდებით “როცა ძალიან მოგენატრები” რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი და თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე მონაწილეობენ.

სპექტაკლის რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი.

სპექტაკლზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები