საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

ვარშავაში, ეტლით ფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდმა ტრიუმფით დაასრულა.

დიანა ჯიშიაშვილი, რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 15:8 დამარცხდა, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 ივლისს ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გუნდურ შეჯიბრში, ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა, გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს.

ფინალში უკრაინის გუნდი დაამრცხეს ანგარიშით 45:44 და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.

„ვულოცავ ჩვენს პატარა საქართველოს, რომ მსოფლიოში დიდად მოიხსენიებენ, ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ, მსოფლიო ჩემპიონები. უღრმესი მადლობა ჩემს გოგონებს ამხელა ემოციებისთვის, გუნდურობისთვის, ასეთი ბრძოლისთვის, იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ სწორედ თქვენ ხართ ჩემი გუნდი, უღრმესი მადლობა ჩვენს მაესტროებს ამხელა შრომისთვის, მადლობა რომ გვზრდით მებრძოლებად, მეომრებად, უღრმესი მადლობა ჩვენს თითოეულ გულშემატკივარს, თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი მხარდაჭერა და იმედი, თითოეული თქვენგანი, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალებით გავიმარჯვეთ, დღეს, 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონებად დავბრუნდით. უღრმესი მადლობა ჩვენს ქართველ მსაჯს, ასევე ვულოცავ ჩვენს დიანას, რომელმაც თავის კატეგორიაში 2 გამარჯვება მოიპოვა, საქართველოსთვის 3 ჯერ გავიმარჯვეთ და ეს ყველაფერი არ არის… გილოცავთ რომ მსოფლიომ ზუსტად იცის ჩვენი Georgia, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყანაა და მისი დამარცხება რთულია“ – წერს ნინო თიბილაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები