მთლიანი სამედიცინო გამოკვლევები საქართველოს მოქალაქეებისთვის

თვისტომის სამედიცინო ჯგუფი, შაბათს, 17 ივლისს ბრუკლინში და კვირას, 18 ივლისს, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ ეკლესიაში,  ატარებს სამედიცინო გამოკვლევებს – სკრინინგს მათთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს, ან აქვს, მაგრამ სჭირდება სრული დათვალიერება.

თვისტომის სერვისებს ასევე დაემატა “ემარაი”,  კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, “დექსა სკენი” ძვლების შემოწმება და სხვა.

„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას.

ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.

“გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით, სურვილისამებრ, ჩაგიტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და დაგენიშნებათ მკურნალობა. კონსულტაცია ჩაგიტარდებათ სახლიდან გაუსვლელად ტელემედიცინით.

ტელეფონი: 888 232 8855 ან 917 789 8855

მისამართი: 35 South Third Avenue, Manville NJ 08835“ – ნათქვამია თვისტომის სამედიცინო ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები