დუშეთში, ლიეტუველი ვირტუოზი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა
3 ივლისს, დუშეთში, ლიეტუველი ვირტუოზი შემსრულებლების, ვერონიკა პოვილიონიენესა და პეტრას ვიშნიაუსკასის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ელჩი, ანდრიუს კალინდრაც ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ლიეტუვას საელჩო საქართველოში.
კონცერტის პარალელურად ასევე გამოიფინა ცნობილი ლიეტუველი ფოტოგრაფის, მარიუს იოვაიშას ფოტო-ექსპოზიცია “არნახული ლიეტუვა”.
ლიეტუვას საელჩოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს უკვე წლების მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ.