ლონდონში წარმოებული სიმენსის ბოძებით აშენებული სახლი რაჭაში

სპირიდონ ტურძელაძის სახლი, ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვაში, ლონდონში წარმოებული სიმენსის ბოძებით, ასე, 120-130 წლის წინაა აშენებულია. ამ ინფორმაციას ბექა კობახიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“ბოძები განკუთვნილი იყო ლონდონი-ბომბეის ტელეგრაფისთვის. რაჭველი სპირიდონი რევოლუციამდელ ფოთში გამდიდრებული კაცი იყო, ჰქონდა თავისი კინოთეატრი და სასტუმრო. ოჯახური გადმოცემის თანახმად, მას დიდი წვლილი მიუძღვის ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობაში.

სურათებში არიან სპირიდონი მისი ვაჟი და დიდი ბაბუა სიმონი (ჩოხაში).

სპირიდონმა ეს ბოძები ფოთიდან რაჭაში ჯერ რკინიგზით (ტყიბულამდე), შემდეგ ხარებით ამოიტანა.

ლონდონი-ბომბეის ტელეგრაფის ბოძის ერთი ეგზემპლარი შემორჩენილია ოკუპირებულ აფხაზეთში, ხოლო დანარჩენი საქართველოში, მხოლოდ სპირიდონის სახლში.” – წერს ბექა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები