კაცი, რომლის მიზანიც პრობლემების მოგვარებაა – გიორგი კოკოჩაშვილი „მეტი დეველოპმენტიდან“

მშენებელ-ინჟინერი გიორგი კოკოჩაშვილი „მეტი დეველოპმენტის“ გუნდს ნახევარი წლის წინ შეუერთდა, დაიკავა პროექტების მენეჯერის პოზიცია და გახდა ადამიანი, რომლის მიზნადაც პრობლემების მოგვარება იქცა.

მისი 30-წლიანი სამუშაო გამოცდილება არაერთ საერთაშორისო კომპანიას და მნიშვნელოვან პროექტს ითვლის. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების რეაბილიტაციას, კონფლიქტის ზონაში ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ა.შ.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და მარტივად საურთიერთო ადამიანი – ასეთია გიორგი კოკოჩაშვილი.

სწორედ მისმა პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ გიორგი კოკოჩაშვილი გახდა „მეტი დეველოპმენტის“ გუნდის წევრი, გუნდის, რომელსაც სამშენებლო სფეროში განსაკუთრებული გეგმები აქვს და რომელიც განსაკუთრებულ პროექტებს ახორციელებს. გიორგიც ამ ჯაჭვის განსაკუთრებული რგოლია – მისი ფუნქცია სამშენებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მართვაა.

(გიორგი კოკოჩაშვილი)- ამჟამად ორ მიმდინარე პროექტზე ვმუშაობთ – „ეკოსითი კრწანისიდაეკოსითი სამგორი“. ჩემი მოვალეობაა, დეტალურად ვიცნობდე პროექტის მიმდინარეობას, მოვიძიო ყველა საჭირო ინფორმაცია, გავაცნო დეტალური ვითარება კომპანიის მენეჯმენტს, მქონდეს აქტიური კომუნიკაცია დიზაინერებთან და გადავჭრა ყველა პრობლემა, რომელიც შეიძლება ამ პროცესში წარმოიქმნას. გარდა ამისა, გვაქვს ახალი პროექტები, რომელთაც განვიხილავთ, ვხვეწთ და ვაქცევთ სრულყოფილ პროექტად, რათა შემდგომ მათი განხორციელება დავიწყოთ.“

მიუხედავად იმისა, რომ „მეტი დეველოპმენტსა“ და მის თანამშრომლებს საერთო ღირებულებები გააჩნიათ, მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, გიორგი კოკოჩაშვილმა მოკლე დროში შეძლო კომპანიაში საკუთარი ხედვის შემოტანა და საქმესაც თავისი ხელი დაატყო. ის უმარტივებს ადამიანებს სამუშაო პროცესს, პასუხობს მშენებლებისა თუ გუნდის სხვა წევრების კითხვებს და აძლევს მათ სწორ გეზს, რათა არ დაეცეს მუშაობის ტემპი და ყველაფერს ამომწურავი პასუხი გაეცეს.

რაც ყველაზე მთავარია, „მეტი დეველოპმენტის“ გუნდი მას ამის საშუალებას აძლევს.

ძალიან კარგია, რომ ჩვენს კომპანიას ახალგაზრდა კოლექტივი ჰყავს, პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული მეგობრული გუნდი, რომელთაც კარგად ესმით ერთმანეთის. ასე რომ, არასდროს გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა და ყველა პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. არ ხდება დროის გაწელვა და საქმის გადადება, გუნდი ეფექტურად აკეთებს საქმეს და შედეგიც შესაბამისია.“

არა მხოლოდ „მეტი დეველოპმენტში“, არამედ ზოგადად, სამშენებლო სფეროში გიორგი კოკოჩაშვილი საკუთარ მთავარ მიზანს ასე განმარტავს – მას სურს, ხელი შეუწყოს დასავლური სტილის სამშენებლო პროცესის განვითარებას.

აუცილებელია, მენეჯმენტი გამართულად მუშაობდეს და მისი ყველა კომპონენტი წარმატებით ფუნქციონირებდეს. ყველა კითხვას, რომელიც პროცესში შეიძლება გაჩნდეს, მაშინვე უნდა გაეცეს პასუხი, ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ და მშენებლობის ხარისხი მაღალ სტანდარტებს მოიცავდეს. რაც მთავარია, სამუშაო დათქმულ დროში უნდა დავასრულოთ და ობიექტი გაწერილი კალენდარული გრაფიკის მიხედვით ჩავაბაროთ.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები