თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს.

მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალის მასპინძლობის უფლება საერთაშორისო საწყლოსნო ფედერაციამ – FINA-მ საქართველოს პირველად მიანიჭა.

პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები – აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

„მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.

წყალბურთის მსოფლიო ლიგა 2020 – სუპერ ფინალი

ა ჯგუფი

  • ყაზახეთი
  • საბერძნეთი
  • საფრანგეთი
  • იტალია

ბ ჯგუფი

  • იაპონია
  • მონტენეგრო
  • აშშ
  • საქართველო“ – ნათქვამია საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები