24 ივნისიდან დეა კულუმბეგაშვილის “დასაწყისი” საქართველოს კინოთეატრებში გამოდის

მრავალი ფესტივალის ტრიუმფატორი ქართული ფილმის, “დასაწყისის” ხილვა ქართველ მაყურებელ დიდ ეკრანზე 24 ივნისიდან შეეძლება.

“დასაწყისი” იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

“დასაწყისი” საქართველოს ოსკარზეც წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები