იტალიის საელჩო იტალიური კინოს მოყვარულებს რამდენიმე სატელევიზიო ფილმს სთავაზობს

იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომლის მიზანს უცხოეთში იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია წარმოადგენს, იტალიის საელჩო თბილისში, იტალიური კინოს მოყვარულებს რამდენიმე სატელევიზიო ფილმს სთავაზობს, მათ შორისაა „ენრიკო პიაჯო. იტალიური ოცნება“ (2019).

„რეჟისორ უმბერტო მარინოს მიერ გადაღებული სატელევიზიო ფილმი იტალიელ მწარმოებელზეა, რომელიც საკუთარი მამაცობისა და მიზანდასახულობის წყალობით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდა, სახელგანთქმული სკუტერი „Vespa“ შექმნა და „იტალიურ სასწაულს“ ხორცი შეასხა.

ლინკზე გადასვლისას მაყურებელს შეუძლია პირადი ანგარიშის გახსნა და ფილმის უფასოდ ყურება.“ – ნათქვამია იტალიის საელჩოს განცხადებაში.

ფილმის ყურება 14 დან 20 ივლისამდეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები