დღეს უკრაინაში, გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

18 ივნისს, უკრაინაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „სევდის ანგელოზები“ გაიმართება. ამ საღამოს ინიციატორი ავსტრიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი მიხეილ მენაბდეა.

დღეს მისი ხელმძღვანელობით კონცერტზე უკრაინის ნაციონალური ფილარმონიის აკადემიური ორკესტრი დაუკავს.

კონცერტზე გია ყანჩელის საყვარელი ფრანც შუბერტის მერვე სიმფონიის გარდა აჟღერდება სხვადასხვა ნაწარმოები, რომელიც მას მიეძღვნა. მსმენელი მოისმენს ვალენტინ სილვესტროვის, მაქსიმ შალიგინისა და ვიქტორია პოლევოის ნაწარმოებებს, ხოლო კონცერტის ბოლოს, უკრაინაში პირველად. აჟღერდება გია ყანჩელის „დიპლიპიტო“

თავის დროზე, მიხეილ მენაბდე სწორედ გია ყანჩელის რჩევით წავიდა სასწავლებლად კიევში  რომან კოფმანთან. ცნობილია, რომ დირიჟორი რომან კოფმანი და კომპოზიტორი ვალენტინ სილვესტროვი გია ყანჩელის ახლო მეგობრები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები