4 დღე-ღამეში აგებული მოტივტივე 360 მეტრიანი ხიდი და განთავისუფლებული უკრაინა

მეორე მსოფლიო ომის დროს, პირველი უკრაინული ფრონტის 38-ე არმიის 268-ე ცალკეულ საინჟინრო ბატალიონს 22 წლის კაპიტანი, ეროვნებით ქართველი, ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი მეთაურობდა. სწორედ მას შეხვდა ბერია, რომელიც სტალინმა სპეციალურად გააგზავნა ფრონტის ხაზზე ვითარების შესასწავლად.

საუბრისას გაირკვა, რომ ხიდის მშენებლობას ხელს უშლიდა ფაშისტების საავიაციო და საარტილერიო დაბომბვები, რომლის მოგერიებასაც თავდაცვის ძალები ვერ ახერხებდნენ. ბერიას თან მისი დაცვის წევრი ამბაკო ხორავა ახლდა, რომელმაც თავისი მოგონებების წიგნი კანადაში 1967 წელს გამოსცა  და ამ ისტორიას სრულად გადმოცემს.

„ბერია კი ჩაფიქრდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ციციშვილს უკვე ქართულად უთხრა:

– სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი, კაპიტანო, თორემ დრო არ ითმენს.

– შევეცდებით, ამხანაგო ბერია. ხიდს ან ავაგებთ, ან ყველანი თავს შევწირავთ, – თქვა ციციშვილმა.

ბერია კიდევ ცოტა ჩაფიქრდა და ციციშვილს უთხრა:

– ასეთი თავგანწირვა უაზრობაა. რა იქნება, რომ ხიდი ღამღამობით აშენოთ, თანაც წყლით რომ იყოს დაფარული, რათა ფაშისტებმა ვერ შენიშნონ. შესაძლებელია ასეთი რამ?

ციციშვილს სახე გაუბრწყინდა და ეტყობოდა, რომ გონება გაუნათდა. ძლივს შეიკავა თავი, რათა ბერიასთვის მხარზე მეგობრულად არ დაეკრა ხელი, შემდეგ ბერიას გამოეჯგიმა და ქართულად უთხრა:

– ორიგინალური მიგნებაა, ამხანაგო ბერია და სავსებით შესაძლებელია. წყალქვეშ მოტივტივე ხიდს ავაშენებთ.

სულ რაღაც ხუთ დღეში, ირაკლი ციციშვილმა და მისმა ჯარისკაცებმა დნეპრზე 360 მეტრის სიგრძის ხიდი ააგეს, რომელიც ტივტივებდა, 20 სანტიმეტრით წყალქვეშ იყო მოქცეული და 30 ტონას უძლებდა. მასზე რომ ტექნიკა და ჯარისკაცები გადადიოდნენ, ისე ჩანდა, თითქოს წყალზე მოძრაობდნენ. ამ ტექნიკურმა მიგნებამ დნეპრის ფორსირება და მთელი უკრაინის გათავისუფლება მოიტანა, ხოლო ირაკლი ციციშვილს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები