“ცრემლები ძლივს შევიკავე ამხელა სიკეთის ხილვაზე” – ამბავი საფრანგეთიდან 

Nantes city between the branches of the Loire river aerial view in Loire-Atlantique region in France

საფრანგეთის ქალაქ ნანტში გადამხდარ ამბავს ნანა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში ყვება: 

“ახლა ისეთი აღელვებული ვარ, მინდა დავწერო ამ ქვეყანაზე, რომელიც შემიყვარდა.
ნანტში მკურნალობს ჩემი შვილი. ახლახანს ჩამოვედით. საავადმყოფოდან გვიშვებენ ხოლმე ერთი საათით ეზოში სასეირნოდ, ჩვენ ცოტა მეტი გავბედეთ და სტუმრად წავედით წყლის მეორე მხარეს, ბიძაშვილმა გადაგვიყვანა მანქანით … იქედან ფეხით მოგვიწია წამოსვლა და ლუკას შუა ხიდზე ისე გაუჭირდა, მხარზე მოკიდებული კუს ნაბიჯებით მოვხოხავდით ჩრდილამდე მიღწევის იმედით….
ამ წვალებაში ვართ და გვესმის ზურგს უკან სიგნალი … მანქანა დააბრუნა ვიღაცამ. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ინგლისურ- ფრანგულად გვეკითხება, გინდათ ჰოსპიტალამდე მიყვანაში დაგეხმაროთო? ცა გამეხსნა სიხარულით ,ნახევარი წუთის სავალი იყო მაგრამ მაინც.
ჩავჯექით….
გამოგვკითხეს, საიდან ვართ, სახლი თუ გვაქვს, ფული თუ გვაქვს… ამოატრიალა საფულე ქალმა, მაწვდის ევროებს
რა თქმა უნდა, ვიუარე და ცრემლები ძლივს შევიკავე ამხელა სიკეთის ხილვაზე თურქეთის მერე,

ამასობაში გზაც დამთავრდა, გადმოვედით მე და ლუკა მეღსი ბოკუს და სენქიუს ძახილით და წავედით კლინიკის შესასვლელისკენ…
ესენი მოტრიალებულან, კლინიკის კარებთან მოგვადგნენ უკან ისევ სიგნალით, ტელეფონი გამომართვეს, ჩამიწერეს თავისი ნომერი, თუ რამე დაგჭირდებათ, დაგვირეკეთომატენიან ისევ ფულს…..
ღმერთო, დალოცე ეს ქვეყანა, ვზივარ ახლა და ცრემლებით ვწერ… წარმოუდგენელია… შემიყვარდა ეს ხალხი. ერთხელ მოვდივართ ამ სამყაროში და ამაზე ნაკლებ ქვეყანაში არ უნდა იცხოვროს ადამიანმა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები