,,არა აქვს მნიშვნელობა საიდან ავიღებთ სტარტს, მნიშვნელოვანია საით მივემართებით!“

როგორ შევარჩიოთ მიზანი სწორად და ვიპოვოთ სწორი გზა მის შესასრულებლად. რა არის მთავარი და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს? ვიდეობლოგში წარმატების მზა ფორმულას არა, თუმცა საინტერესო რჩევებს მოისმენთ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლა იწყებთ კონკრეტული მიზნისკენ სვლას.

ვიდეობლოგის სტუმარი თამარ ვანიშვილია ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და ტრენერთა ტრენერი, მან თავადაც არაერთ მიზანსაც მიაღწია და დღეს უკვე საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს.

,,წარმატების მზა ფორმულა, ისევე როგორც მაგალითად – ბედნიერების, დამეთანხმებით – არ არსებობს. შეუძლებელია, რომელიმე ადამიანის წარმატების მიღწევის სვლების გამოყენებით – იდენტურ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ სწორად შერჩეული მიზნის რეალიზებამდე, რომლის რეალურობის შენ თვითონ გჯერა, მიზანმიმართული სვლა და სწორი ნაბიჯები აუცილებლად მიგვიყვანს. წარმატებისკენ სავალი არც ერთი ჩემი გზა არ ყოფილა მარტივი. ეს გზა ხშირად წარუმატებლობასაც გვთავაზობს, მე ამ წარუმატებლობას აღვიქვამ  როგორც გამოწვევას,  რომელიც უნდა გადაჭრა. დღეს მადლობას ვუხდი, ყველა წარუმატებელ ნაბიჯს ჩემს ცხოვრებაში, რადგან მათ მე უფრო გამაძლიერეს, ” – ამბობს ინტერვიუში თამარი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები