ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში “მიტოვებული სოფელი“ იქნება წარმოდგენილი

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში – „პერსპექტივა“, წარმოდგენილი იქნება ქართული ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი“ (რეჟისორი – მარიამ კაპანაძე, პროდიუსერი – მარიამ კანდელაკი).

ასევე, ეროვნული კინოცენტრი საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმასთანთანამშრობლობით კინოფესტივალის კინობაზრობაზე წარადგენს საქართველოს ვირტუალურ პავილიონს. მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ ფრაგმენტები თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმებიდან.

ანსის კინოფესტივალი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები