ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World Competition-ის ფინალშია

ნატალია ქუთათელაძე კარდიფის სასიმღერო კონკურსზე – BBC Cardiff Singer Of The World 2021-ზე 31 მაისს გაემგზავრა. კონკურსი 12-19 ივნისს იმართება.

ქუთათელაძე უკვე ფინალშია.

“შოკირებული ვარ, მაგრამ ამავდროულად მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული ადამიანით, რადგან მათ დიდი საქმე გააკეთეს. მადლობელი ვარ იმ გარემოსი, რომელსაც ეს კონკურსი ქმნის. ამ აუდიტორიისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ. დიდი მადლობა ჩემს საოცარ კოლეგებს…” – განაცხადა ნატალია ქუთათელაძემ.

კონკურსის გამარჯვებული ხუთ დღეში გამოვლინდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები