საქართველო ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ოთხი ძალოსნით წარდგება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრები  ოთხი სპორტსმენით წარდგება, რაც თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმუმია.

მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ტოკიოს ფიცარნაგზე გამოსვლის უფლება აქამდეც განაღდებული ჰქონდათ რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს და ევროპის არაერთგზის ჩემპიონს და მსოფლიოს რეკორდების მფლობელს ლაშა ტალახაძეს (+109 კგ), ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს ანტონ პლესნოის (96 კგ), ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანს შოთა მიშველიძეს (61 კგ). ამ სამეულს შეუერთდება ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გოგა ჩხეიძე  (67 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები