ქეთი მაჭავარიანის ფილმის წარმატება ფესტივალზე „Hot Docs“

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Hot Docs წარმატებული საფესტივალო სტარტი აღმოჩნდა ქეთი  მაჭავარიანის ფილმისთვის “მზიური”.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “მზიური” კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი და მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა (Best Mid-Length Documentary Honourable Mention).

Hot Docs დოკუმენტური ფილმების ყველაზე დიდი ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები